25 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
მსოფლიო ფრანგული კინოს ლეგენდას ემშვიდობება - 88 წლის ასაკში ალენ დელონი გარდაიცვალა

ალენ დელონი - მსოფლიოს და ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი გარდაიცვალა. მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობი, წლების განმავლობაში ქმნიდა ლეგენდებს და იზიდავდა ბრწყინვალე რეჟისორებს.

ალენ დელონს 50 წლის განმავლობაში იღებდნენ ფილმებში, რომელიც მსოფლიო ჰიტებად სწორედ მან აქცია. მსოფლიო კინოს ისტორიაში ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა მსახიობი გამოჩენისთანავე იპყრობს მილიონობით მაყურებლის ყურადღებას. ალენ დელონი მრავალი თაობის კერპი და სილამაზის ეტალონი იყო. ის კინომატოგრაფიის ისტორიაში შევიდა როგორც ლამაზი და მეამბოხე მამაკაცი. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა. დღეს კი მსოფლიომ, ყველაზე სიმპატიური მსახიობი ალენ დელონის გარდაცვალების შესახებ გაიგო. როგორც ფრანგული მედია იუწყება, მსახიობი 88 წლის ასაკში, საკუთარ სახლში სამი შვილისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მის სახლთან დილიდანვე მეზობლები დათაყვანისმცემლები შეიკრიბნენ.

ფრანგების საყვარელი მსახიობის გარდაცვალებას ერთ-ერთი პირველი ტვიტერზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა.

კარიერის დასაწყისში ალენ დელონი, მსახიობ ჟან-კლოდ ბრიალის მიპატიჟებით, კანის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე მოხვდება, სადაც გარეგნობის გამო, მალევე შეამჩნევენ. რამდენიმე სინჯის შემდეგ, მსახიობი ადვილად აღწევს წარმატებას, კინემატოგრაფიის სამყაროში, ყოველგვარი პროფესიული განათლების გარეშე. მისი პირველი ფილმი, „როცა ქალი ვარ“, ეკარნებზე 1957 წელს გამოვიდა. რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა მთელს ევროპაში. ამის შემდეგ, დელონის კარიერა სწრაფად გავითარდა. მასთან აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა ევროპელმა და ამერიკელმა რეჟისორებმა. ის მონაწილეობდა ათეულობით ფილმში და მუშაობდა თითქმის ყველა დიდ რეჟისორთან: ლუკინო ვისკონტი, მიქელანჯელო ანტონიონი, კრისტიან-ჟაკი, ჟან-პიერ მელვილი, ლუი მალი, ჟან-ლუკ გოდარი, _ყველა მათგანი სიამოვნებით თანამშრომლობდა მსახიობთან, რომლსაც გარეგნული მონაცენების გარდა, გარდასახვის იშვიათი ნიჭი აღმოიაჩნდა. ალენ დელონა რევოლუცია მოახდინა კინოში.

მსოფლიო ყურადღების ცენტრში მუდმივად იყო ალენ დელონის სასიყვარულო ურთიერთობები. ყველაზე გახმაურებილი ისტორია რომი შნაიდერთან რომანს უკავშირდება.
მე-20 საუკუნის ულამაზესი წყვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა შოუ-ბიზნესის სფეროში. რომი შნაირდერთან რომენის შემდეგ, ალენ დელონი რამდენჯერმე დაქორწინდა. ორს ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს.

2003 წელს კლაუდია კარდინალემ მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავი“ გადასცა, ორი წლის შემდეგ კი ჟაკ შირაკმა საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს. ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები,იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი და 2019 წელს, კინო მატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ოქროს პალმის რტო გადაეცა. მრავალი ჯილდოს მფლობელი მსახიობის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ლუკინო ვისკონტისთან თანამშრომლობას და ფილმს "როკო და მისი ძმები"

ალედ დელონი, რომლის მშობლები თვლიდნენ, რომ ყასბობა მისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესია იყო, მრავალი გატაცების მიუხედავად, მსახიობობას ირჩევს და მსოფლიოს იპყრობს. მისი ბიოგრაფიის საფუძველზე, ბულვარული რომანის სამტომეულია გამოცემული, რომლეშიც შესულია ეპიზოდები მსახიობის ავტორბოლითა და კრივით გატაცების შესახებ, რაც, როგორც თავად ამბობდა, როკო და მის ძმებში" კრივის სცენების გადაღებისას ძალიან გამოადგა.

ალენ დელონმა, კარიერის განმავლობაში, 90-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ანდერძის მიხედვით, მსახიობს დუშშიში, საკუთარ მამულში, მისსავე აშენებულ სამრეკლოში, თავისი ძაღლის გვერდით დაკრძალავენ.

დღის ამბები