25 ნოემბერი 2024,   01:09
ვრცლად
აშშ-ში, დაშორების გადაწყვეტილების გამო, ახალგაზრდა ქალი შეყვარებულს მანქანით განზრახ დაეჯახა

აშშ-ში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარ შეყვარებულს მანქანით განზრახ შეეჯახა. Fox news-ის ცნობით, 30 წლის ვერონიკა გასტი და მისი შეყვარებული, წყვილების თერაპიაზე მიდიოდნენ. გზაში, მამაკაცმა თერაპიაზე წასვლა გადაიფიქრა, დაშორება გადაწყვიტა და სთხოვა, სახლში დაბრუნებულიყვნენ.

ამის ნაცვლად, ვერონიკამ მანქანა შუა გზაზე გააჩერა, პარტნიორს მოსთხოვა მანქანიდან გადმოსულიყო და ტროტუარისკენ მიმავალს, მანქანა განზრახ დააჯახა. შეჯახების დროს მამაკაცმა საქარე მინა დაამსხვრია და იდაყვის ჭრილობა აღენიშნება, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა ქალი დანაშაულს აღიარებს. ვერონიკა და მისი პარტნიორი 1 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, შემთხვევამდე 1 დღით ადრე კი იჩხუბეს, რის გამოც წყვილების თერაპიაზე წასვლა გადაწყვიტეს.

დღის ამბები