25 ნოემბერი 2024,   01:07
ვრცლად
ჩინელმა ქალმა LOUIS VUITTON-ის ძვირადღირებული ჩანთის სავარძლის წინ მოთავსებაზე უარი განაცხადა და ფრენები შეაფერხა

თვითმფრინავის მგზავრმა ჩინელმა ქალმა LOUIS VUITTON-ის 3000 დოლარიანი ჩანთის სავარძლის წინ მოთავსებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რამაც რეისის 1 საათით გადადება და შემდგომი ფრენების შეფერხება გამოიწვია. შემთხვევა 10 აგვისტოს, China Express Airlines-ის ბორტზე მოხდა. ქალი დაჟინებით ითხოვდა, რომ ჩანთა არა სავარძლის ქვეშ, არამედ მის გვერდით, სავარძელზე მოეთავსებინა.

საბოლოოდ, ქალი, რომელიც ეკონომ კლასით მგზავრობდა, ფრენიდან მოხსნეს.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩინეთში ყველაზე პოპულარულ ქსელ Douyin-ზე თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა ატვირთა. ვიდეომ მოკლე ხანში დააგროვა 4 მილიონამდე ნახვა და სოციალური ქსელის მომხმარებლებში ცხარე დებატები გამოიწვია. ადამიანების ნაწილმა მგზავრი გააკრიტიკა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მომსახურე პერსონალს მისთვის სხვა გამოსავალი უნდა შეეთავაზებინა.

წყარო: Independent

დღის ამბები