25 ნოემბერი 2024,   01:10
ვრცლად
ვახტანგ გომელაურმა, შინდისში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის წევრებთან და მოადგილესთან ერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

დღის ამბები