სუზან ვოიციკი, YouTube-ის ყოფილი უფროსი და Google-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ ქალბატონი ვოიციკი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
ვოიციცკს, Google-ის ყველაზე მნიშვნელოვან თანამშრომელად მოიხსენიებდნენ.
ქალბატონი ვოიციკი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.
მას სურდა უფრო მეტი გოგოს წახალისება ამ სფეროში.