25 ნოემბერი 2024,   02:05
ვრცლად
ოცნების ქალაქში, პირველ ეტაპზე 582 ოჯახისთვის ბინების გადაცემის პროცესი დასრულდა

ოცნების ქალაქში, პირველ ეტაპზე 582 ოჯახისთვის ბინების გადაცემის პროცესი დასრულდა და   დაიწყო მეორე ეტაპზე  შესარჩევ ბენეფიციართა კრიტერიუმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ოჯახები რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამის კრიტერიუმებს, მეორე ეტაპისთვის მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს. პროცესს ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე გაეცნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაწყებულია და მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე აშენდა 582 ოჯახზე გათვლილი სამი 12 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი. ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა  და ამ ეტაპზე  მიმდინარეობს შესახლების პროცესი. 

ოცნების ქალაქი არის ერთ-ერთი მასშტაბური სოციალური პროექტი, რომლის განხორციელების გადაწყვეტილებაც აქ მცხოვრები 1600-ზე მეტი ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

 

დღის ამბები