25 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ნინო ფოჩხუა OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე: მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს

მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს. ერთდღიანია თქვენი სიხარული, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული, სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.

ფოჩხუას თქმით, დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს.

„მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ.
ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს. ერთდღიანია თქვენი სიხარული.

დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია თქვენმა უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს.
ასე რომ ვერ მოერევით ამ კაცს, რადგან თქვენი ყველა ქმედება იაფფასიანი ფეიკია.
26 ოქტომბერს კი ისევ დაინახავთ ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - წერს ფოჩხუა.

დღის ამბები