25 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
ტრამპი და ჰარისი შეთანხმდნენ - სატელევიზიო დებატები 10 სექტემბერს გაიმართება

კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები 10 სექტემბერს "ეი ბი სის" ეთერში გაიმართება. ამერიკული ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატებისგან, დებატებში მონაწილეობის თანხმობა უკვე მიიღო.

მხარეები დებატების შესახებ ვერ თანხმდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ტრამპმა ჰარისთან 10 სექტემბერს გასამართ დებატზე უარი თქვა და კონკურენტს შეხვედრა 4 სექტემბერს "ფოქს ნიუსის" ეთერში შესთავაზა. მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისმა ტრამპი დებატებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა, ტრამპმა განაცხადა, რომ "დემოკრატ" კანდიდატთან შესახვედრად მზად არის.

 

დღის ამბები