25 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
აშშ-ში ქარიშხალ "დების" კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტროპიკულმა ქარიშხალმა "დებიმ", ხუთშაბათს, სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რის შემდეგად ის "ტროპიკული დეპრესიის" დონემდე შემცირდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქარიშხალი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გაძლიერდა, რამაც ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია. ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება, ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებზე, მათ შორის კოლუმბია-ბალტიმორის რაიონამდე გაიცა. ქარიშხლის შესახებ რამდენიმე გაფრთხილება ხუთშაბათს საღამოს გაიცა, რადგან ქარბორბალას წარმოქმნის დიდი საფრთხე იყო.

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შესახებ გამაფრთხილებელი ბანერები ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ყველა რაიონშია გამოკრული, რადგან ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ რაიონებში წვიმა კვლავ გრძელდება.

ძლიერ წვიმას ელოდებიან აშშ-ისა და კანადის საზღვართან. ასევე, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ნიუ-იორკში, ვერმონტსა და ნიუ ჰემფშირში.

დღის ამბები