საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7047 ლარი ეღირება, ევრო – 2.9538 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4393 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7010 ლარი ღირდა, ევრო – 2.9460 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4273 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 აგვისტოს ამოქმედდება.