ქართული დელეგაციისთვის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუშინდელი ერთდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რობერტ კობლიაშვილი ჩაერთო. ქართველი ფალავანი მერვედფინალში ტურნირზე მეორე ნომერთან აბუბაკარ ხასლახანაუნთან დამარცხდა. შესაბამისად, სპორტსმენმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.
რაც შეეხება ხვალინდელ შეჯიბრს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ხვალინდელი დღის განრიგი ასეთია:
რამაზ ზოიძე
13:30 – 67 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.
ლაშა გობაძე
13:30 – 87 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი