24 ნოემბერი 2024,   15:06
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - რატომ არ შევა დებატებში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პრეზიდენტთან

მმართველი პარტია ზურაბიშვილს ახსენებს, რომ თანამდებობას სწორედ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მხარდაჭერის შედეგად იკავებს, კონსტიტუცია კი მას პარტიულ აქტივობას უკრძალავს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზება, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

წინადადება, ორბელიანების სასახლიდან გაჟღერდა. სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება. არღვევს თუ არა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას - ხელისუფლების ოპონენტები ამ შეთავაზებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, დებატებში სხვა რანგის პოლიტიკოსები გამოიწვიოს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა უპერსპექტივოა, რადგან მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ზურაბიშვილისგან განსხვავებით საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს.

მმართველი პარტიის პასუხის შემდეგ, დღეს, სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები