24 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებით, სააკაშვილისთვის არაფერი არ შეცვლილია, როგორც იყო წამოწოლილი "ვივამედში", ისე გააგრძელებს წოლას - სოზარ სუბარი

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, განცხადებები კეთდება პოლიტიკური სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ვარაუდობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ექსპრეზიდენტის შეწყალებას გეგმავდა.

"აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებით, სააკაშვილისთვის არაფერი არ შეცვლილია, როგორც იყო წამოწოლილი "ვივამედში", ისე გააგრძელებს წოლას. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, თუ ის დამნაშავედ ცნო სასამართლომ და შეუფარდა გარკვეული სასჯელი, ამ შემთხვევაში, ის პერიოდი, როცა მისი პატიმრობა, რომელსაც ახლა იხდის და მისი აღკვეთის ღონისძიება ერთმანეთს დაემთხვევა, ერთი დღის პატიმრობა ჩაეთვლება ორ დღედ. მისთვის ეს არის შეღავათი, ამიტომ, მას უნდა გახარებოდა წესით, სხვა გეგმები რომ არ ჰქონდეს და ეს სხვა გეგმები რომ აქვს, ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და ის შეიძლება უკავშირდებოდეს შეთქმულებას და წინასწარ მოლაპარაკებას მას და მოქმედ პრეზიდენტს შორის, რომ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს. ამის იმედი აქვს, როგორც ჩანს. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, აქვს ამის პირობა დადებული უცხოეთში, როგორც ადრე პირობა ჰქონდა მიცემული ევროპაში, რომ შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, ახლაც ასევე, ღალატობს ქართულ სახელმწიფოს, პირობა აქვს მიცემული, რომ სააკაშვილს შეიწყალებს. სხვა შემთხვევაში, მას უნდა გახარებოდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება," - აცხადებს სოზარ სუბარი.

 

დღის ამბები