ავსტრალიაში, დააძინეს 5-მეტრიანი ნიანგი, რომელმაც, ბოლო ერთვის თვის განმავლობაში, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვია. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ნიანგის ბოლო მსხვერპლი 40 წლის მამაკაცია, რომელიც, ოჯახთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა და თევზაობდა. გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის განცხადებით, მამაკაცი თევზაობის დროს მდინარე ანანში ჩავარდა. მაშველებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს.
ნიანგის პირველი მსხვერპლი 12 წლის გოგონა გახდა, რომელიც, ოჯახთან ერთად, მდინარე ანბანში ბანაობდა. მაშველები მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნიანგი მამაკაცის დაკარგვის ადგილიდან 4 კილომეტრში იპოვეს. მისი ამოცნობა სახეზე არსებული დიდი ნაიარევის მეშვეობით შეძლეს.