გორის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, "ბიისის" საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.
სტუმრები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ტანას ხეობაში ბანაკი 14 - დან 18 წლის ჩათვლით 500 - ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს.