ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამბობს, რომ საკუთარ ძალაუფლებას ნებისმიერ ფასად დაიცავს. ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაა. კარაკასში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ არეულობაში მონაწილე დაკავებულ ორი ათას პირს ხელისუფლების მხრიდან დანდობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს და მათ მაქსიმალური სასჯელი ელოდებათ.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერს ედმუნდო გონსალესს აღიარებს, და საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გადახედვისკენ მოუწოდებს.
ვენესუელაში პოლიციასთან შეტაკებებს, ოფიციალური მონაცემებით, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნიკოლას მადურომ ოპოზიცია ძალადობის მოწყობაში დაადანაშაულა და ლიდერების დაპატიმრების ბრძანებაც გასცა.