დებატებზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დებატების "ფოქს ნიუსზე" გამართვას არ დათანხმდა.
როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია "ეიბისის" ეთერში 10 სექტემბერს და ის ადგილის თუ დროის შეცვლას არ ეთანხმება.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ "ტრუზ სოციალში“ დაწერა, რომ კამალა ჰარისს მასთან დებატების გამართვის ეშინია. ტრამპის თქმით, ის მზადაა, 4 სექტემბერს დაუპირისპირდეს ჰარისს, თუმცა თუ ის არ დათანხმდება, დებატები საერთოდ არ შედგება.