25 ნოემბერი 2024,   01:09
ვრცლად
"ვერ იზამენ 5 რიცხვში და მაგი დასასახიჩრებელი გამიხდება და დავმარხავ იმ ბათუმში თუ სადაცაა..." - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 2 პირი დააკავა, რომლებიც მამაკაცს თანხას სძალავდნენ

დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 2 პირი. ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შსს-მ 25 წლისб წარსულში ნასამართლევი, მეტსახელად "ჯავა" ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე აიყვანა.

"ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის კი, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 23 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთ ონლაინკაზინოში დიდი რაოდენობით თანხა მოიგო. ბრალდებულებმა ამ ფაქტის შესახებ შეიტყვეს და მატერიალური სარგებლის მიღებისა და "ქურდულ სამყაროში" ძალაუფლების განმტკიცების მიზნით "ქურდული გარჩევის" მოწყობა გადაწყვიტეს, რომელსაც ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავი ესწრებოდა.

ასევე გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჩართო "კანონიერი ქურდი". "ქურდული გარჩევის“ შედეგად, დაზარალებულს, განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, რაც მოგვიანებით მისმა ნათესავმა გადაიხადა.

გამოძიება სისხლის სამართლის 2 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები