25 ნოემბერი 2024,   02:05
ვრცლად
ეს არის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში - შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის ფესტივალის შესახებ, რომელიც თელავში იმართება

დემოკრატიის ფესტივალს, რომელიც დანიური ფონდიდან ფინანსდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ღონისძიება თელავში, სასტუმრო "ალაზნის ველში" იმართება.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით, წინასაარჩევნო აგიტაციას რამდენიმე რადიკალური პარტია მართავს.

"ეს არის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში. ვიცით, რომ დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით, წინასაარჩევნო აგიტაციას მართავს რამდენიმე რადიკალური პარტია. ამავე დროს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აორგანიზებს ამ ღონისძიებას, თავად არის პოლიტიკაში, მისი წევრები არიან პოლიტიკაში. ეს ცალე წარმოშობს ეჭვებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან. რა თქმა უნდა, ეს ქმნის იმის აღქმას, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა იმ გათვლით ამ ენჯეოს მხრიდან, რომ შემდეგ პოლიტიკაში ოფიციალურად წავიდოდნენ და თავისივე წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც დანიური ფონდიდან ფინანსდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს. ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ამჯერად თელავი, სასტუმრო ალაზნის ველი შეირჩა. სასტუმროს ეზოში გამოფენილია სტენდები, მათ შორის არის ნაციონალური მოძრაობის ბანერი - თავისუფლება მიშას.

დღის ამბები