ენტონი ბლინკენმა ვენესუელას არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება აღიარა და ოპოზიციის ლიდერს, ედმუნდო გონსალესს წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ საარჩევნო კომისიამ, რომელსაც ნიკოლას მადურო აკონტროლებს, მცდარი შედეგები გამოაცხადა, რომელიც არგენტინელი ხალხის ნებას არ ასახავს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახლა ვენესუელაში ხელისუფლების გადაბარების დროა, რომელიც პატივისცემისა და სიმშვიდის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს. ოპოზიცია მესამე ვადით არჩეულ ნიკოლას მადუროს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მადურომ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების ბრძანება გასცა და მომიტინგეების დასაშლელად ჯარი გამოიყვანა. დაღუპულია თერთმეტი ადამიანი.