პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ - რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს. მათგან 16 შტატებში, 8 კი რუსეთში დაბრუნდა. აეროპორტებში პატიმრებს, როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, პირადად პრეზიდენტები დახვდნენ.
პროცესში ჩართული იყო გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი. ცნობილია, რომ გათავისუფლებულებს შორისაა Wall Street Journal-0 ის" ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩიც, ამერიკის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.
რუსი პოლიტპატიმრები ვლადიმერ კარამურზა, ილია იაშინი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. რუსეთში დაბრუნდა საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელიც. ვადიმ კრასიკოვსა და სხვა ჯაშუშებს მალე პუტინი ერთგულებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს.
"რუსეთს მათი პატიმრობისთვის არანაირი კანონიერი მიზეზი არ გააჩნდა, მათი დაბრუნება კი შვებაა ყველა ჩვენგანისთვის, ოჯახებისთვის თუ კოლეგებისთვის. ეს გარიგება დიპლომატიისა და მეგობრობის შედეგია. მასში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული, ისინი კომპლექსურ და რთულ მოლაპარაკებებს ჩემი თხოვნით შემოუერთდნენ და მათ პერსონალურად ვუხდი მადლობას.
რუსეთმა გამოუშვა 16 პატიმარი,მათ შორის 4 ამერიკელი.გათავისუფლებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქე პოლიტპატიმრებიც, რომლებიც პუტინის კრიტიკის გამო დაისაჯნენ. ეს შეთანხმება არ შედგებოდა ჩვენი გერმანელი, პოლონელი, სლოვენიელი, ნორვეგიელი და თურქი მეგობრების გარეშე. ყველაფერი კი იმის დასტურია,თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გყავდეს მეგობრები მსოფლიოში, ვისი ნდობაც შეგიძლია. ჩვენი კავშირი ჩვენს მოქალაქეებს უფრო უსაფრთხოს ხდის,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.