25 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ჩრდილოკორეელი ჰაკერები სამხედრო საიდუმლოებებს იპარავენ - აშშ, ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა მორიგ კიბერთავდასხმაზე საუბრობენ

ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ჩაატარეს გლობალური კიბერჯაშუშობის კამპანია, საიდუმლო სამხედრო საიდუმლოების მოპარვის მიზნით, - აცხადებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები.

ჰაკერები (რომლებსაც კიბერუსაფრთხოების მკვლევარები Anadriel-ად ან APT45-ად მოიხსენიებენ) მუშაობენ ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოსთვის, რომელიც ცნობილია, როგორც სადაზვერვო გენერალური ბიურო - სუბიექტი, რომელიც აშშ-მა 2015 წელს დაასანქცირა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩრდილოკორეელი ჰაკერების სამიზნე იყო თავდაცვის სფეროსა და საინჟინრო ფირმების ფართო სპექტრი, მათ შორის - ტანკების, წყალქვეშა ხომალდების, სამხედრო-საზღვაო გემების, ავიაგამანადგურებლებისა და სარაკეტო და სარადარო სისტემების მწარმოებლები.

მათი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე იყო აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA).

არ გასაჯაროებულა, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა.

დღის ამბები