25 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ემანუელ მაკრონი სპორტის სამიტს მასპინძლობს - ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ესწრებიან

პარიზი საათებს ითვლის. 2024 წლის ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღე დარჩა. ერთი დღით ადრე კი, ემანუელ მაკრონი სპორტის სამიტს მასპინძლობს, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოების მეთაურები, სპორტსმენები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებიან - სულ 500 დელეგატი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, წლევანდელი ოლიმპიადა არის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ახალი თავი.

"26 ივლისს ჩვენ შეხვედრა გვაქვს ისტორიასთან. ეს არის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ახალი თავი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ახალგაზრდებს, მიმართულია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ და ჩვენი საერთო საფუძვლებისკენ, როგორიცაა - ჯანდაცვა, განათლება, ჩვენი პლანეტის დაცვა. პარიზის ოლიმპიადა ღიაა ყველასთვის - მეტი პასუხისმგებლობის, მდგრადობის, ერთიანობის, ინკლუზიურობისთვის და თქვენთვის. ჩვენ და საერთაშორისო ოლიმპიადის კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ვეპატიჟებით მსოფლიოს ლუვრში, 25 ივლისს. საფრანგეთში ჩვენი სამიზნეა, სპორტი იყოს ყველასთვის, ეს კი მოხდება სპორტის ინტენსივობის გაზრდით სკოლებში. სპორტს შეუძლია, შეცვალოს ცხოვრება, ის ეხმარება ხალხს, ისწავლოს თავისუფლება და ჰქონდეს მოქმედების გამბედაობა", – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, ღონისძიების მასპინძელია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

"პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, ვმასპინძლობთ სპორტისა და მდგრადი განვითარების შესახებ პირველ სამიტს. ეს უპრეცედენტო სამიტი თავს მოუყრის სხვადასხვა სახელმწიფოს 500 ლიდერსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ფინანსური სფეროსა და სამოქალაქო სექტორის წევრებს, ასევე - ათლეტებს", - განაცხადა თომას ბახმა.

"უფრო სწრაფად, უფრო მაღლა და უფრო ძლიერ – ვერთიანდებით უკეთესი მომავლისთვის" - ეს არის სპორტის მდგრადი განვითარების სამიტის დევიზი, რომელსაც, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დაესწრნენ. დღესვე, სტუმრების პატივსაცემად, ლუვრში საზეიმო მიღება მოეწყო.

დღის ამბები