"ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის" – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ქართული მხარე, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორ ქვეყნებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და სერვისების შესახებ გამოცდილებას უზიარებს. გარდა ამისა, ეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, ასევე - დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.