25 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომა დახურული წარიმართა, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.

ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. სხდომას მხოლოდ მარიამ იაშვილი ესწრებოდა. უჩა აბაშიძემ დარბაზში გამოცხადებაზე უარი თქვა.

დაკავებულებს გამოძიება ორ მუხლს ედავება - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

პროკურორის გიორგი მუკბანიანის განცხადებით, პროცესის ამ ეტაპზე, სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლის გამოკვლევაც საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდება.

"ბრალდების მხარე წარვდექით სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით. აღნიშნულ ეტაპზე, ხდება სასამართლოსთვის ნივთმტკიცებულებების გაცნობა, რომლის გამოკვლევასაც მოვახდენთ საქმის არსებით განხილვაზე, მათ შორის, წარმოდგენილნი იქნებიან მოწმეები და სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება, თუ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულებისათვის წარდგენილი ბრალდების არსი", - განაცხადა გიორგი მუკბანიანმა. 

დღის ამბები