სომხეთში, სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი პილოტი დაიღუპა.
ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს, დილით ქალაქ ეღვარდთის მახლობლად ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ახორციელებდა.
ინციდენტს შედეგად დაღუპული პილოტებიდან ერთი ოფიცერი იყო, მეორე კი კურსანტი.