"ბორჯღალოსნები" 2024 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს სიდნეიში, მასპინძელ ავსტრალიასთან გამართავენ. იაპონიასთან მოგების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 23 კაციან განაცხადში ექვსი ცვლილება შეიტანა.
აქამდე, ავსტრალიას, მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ორჯერ აქვს მოგებული. ზაფხულის ტესტ-მატჩი კი ისტორიაში მესამე შეხვედრა იქნება. შეხვედრა ხვალ "ალიანს სთედიუმზე“ ჩვენი დროით 9:45 საათზე დაიწყება.