უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვაჟა ცეცაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაიბარეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
სუსში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ საქმეზე, რომელზეც ცეცაძის გამოკითხვა მიმდინარეობს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 ტერორიზმის მომზადების და 315 შეთქმულების მუხლებით. საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო.
თუმცა, რა საქმეს ეხება მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარება, უცნობია.
მანამდე კი, საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, უკრაინაში მებრძოლი ლაშა ჭიღლაძე გამოიკითხა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.