25 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ირწმუნება, რომ დანაშაულის ჩადენისას ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და არაფერი ახსოვს

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ირწმუნება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და არაფერი ახსოვს.

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, ოთარ ცინდელიანის ეს განცხადება, სასამართლო სხდომაზე წაიკითხეს. მოსამართლემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს ჰკითხა, ნამდვილად ეს პოზიცია ჰქონდა თუ არა დამნაშავეს ოქმის შედგენის დროს, რაც სოფიკო ყორიაულმა დაადასტურა.

სპეციალისტმა თქვა ისიც, რომ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. დააკავეს მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი. ქალს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დღის ამბები