25 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"არავითარი საღეჭი რეზინი" - საფრანგეთის შს მინისტრმა პოლიციელებს ოლიმპიადის პერიოდში საღეჭი რეზინის გამოყენება აუკრძალა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარდ დარმანენმა განკარგულება გასცა, რომ ოლიმპიური თამაშების პერიოდში პოლიციამ საღეჭი რეზინი არ გამოიყენოს.

ამასთან, მინისტრმა მოითხოვა პოლიციის თანამშრომლებმა არ გამოიყენონ ტელეფონები, მოქალაქეებსა და ტურისტებს თქვენობით ელაპარაკონ და ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნონ.

მინისტრის შეფასებით, პოლიციელების ნებისმიერი მიუღებელი ქმედება შეიძლება მსოფლიო მედია საშუალებების მთავარ გვერდებზე მოხვდეს. ამიტომ, მისი თქმით, ქვეყნის თითოეულ პოლიციელს, ქცევის ინსტრუქციები პირად შეტყობინებად გაეგზავნება.

ცნობისთვის, პარიზში ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება.

დღის ამბები