პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ თუკი მოქალაქეებისთვის რუსეთთან ფრენები კომფორტული და ევროინტეგრაციასთან თავსებადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისივე განცხადებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე ისტერიული დამოკიდებულება არაა ის ამოცანა, რომელსაც ხალხი ითხოვს.
მმართველ გუნდში კი მის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და შეცვლილ რიტორიკას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ:
"ამიტომ ხართ სამარცხვინოები, რომ საკუთარი ღირსება და პრინციპი არ გაგაჩნიათ. რაღაცა რომ გჯერათ იმას რომ მიჰყვეთ, იმის ერთი ადგილიც არ გაქვთ. არჩევნები მოახლოვდა, რაღაც უნდა შეცვალოთ და უცბად გახდა ხომ საყვარელი და მისაღები რუსეთთან პირდაპირი ფრენები. ხალხს მინდა შევახსენო, სწორედ ესენი იყვნენ მთავრობაში, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მისცეს. ესენი რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები არიან,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.