25 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ნინო სალუქვაძე საკუთარ რეკორდს აუმჯობესებს - ის ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მეათედ ჩაერთვება

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პარიზში წასასვლელად ემზადება. 28 ათლეტი სპორტის 10 სახეობაში შეეცდება ოქროს მედლის მოპოვებას.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ნინო სალუქვაძის განცხადებით, სურს, საქართველო იმითაც აღნიშნოს რუკაზე, რომ ქვეყნის წარმომადგენელი ქალი მეათედ გადის ოლიმპიურ თამაშებზე, რაც რეკორდია.

"ურთულესი იყო ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება. ყოველთვის რთულდება წესები, მცირდება მონაწილეთა რაოდენობა. ქალებს შორის, მეცხრედ მონაწილეობა - ესეც რეკორდია, მაგრამ მე-10 იქნება გათანაბრება მამაკაცებთან. თუ ვინმე დამეწევა, კი ბატონო, მაგრამ ჯერ ვეჭვობ. მინდა, ჩვენი ქვეყანა ამითაც აღვნიშნოთ რუკაზე, რომ საქართველოს ერთი წარმომადგენელი მეათედ იღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. მთელს საქართველოს გუნდს, ყველა წარმომადგენელს ვუსურვებ თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ ჩვენებას", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

 

დღის ამბები