ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ოლიმპიურ მედალს.
როგორც ტალახაძე აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს დელეგაცია მედლების რეკორდულ მაჩვენებელს ჩამოიტანს.
"დარწმუნებული ვარ, რომ რეკორდულ მაჩვენებელს წამოვიღებთ პარიზის ოლიმპიური თამაშებთან, მედლების კუთხით. მეც, რა თქმა უნდა, კარგ ფორმაში ვარ. მქონდა რამდენიმეხნიანი ჩავარდნა, ეს ყველაფერი გადავლახე, ტრავმებიც მოშუშებულია. განწყობა, რა თქმა უნდა, საბრძოლო მაქვს, შევეცდები და მაქსიმუმს გავაკეთებ. პირობას ვდებ, რომ შევინარჩუნებ ოლიმპიურ მედალს", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.