25 ნოემბერი 2024,   08:08
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაშავებულია 4 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში - მოსკოვის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დღის ამბები