"ჩვენ ეს გავაკეთეთ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მას შემდეგ, რაც არჩევნებში დიდი უპირატესობა მოიპოვა.
დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. მოქმედმა პრემიერმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და მშრომელთა პარტიას გამარჯვება მიულოცა.
ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.
მოსახლეობა 650 წევრიან თემთა პალატას 5 წლის ვადით ირჩევს, სადაც "ლეიბორისტებს" უკვე აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ.
ამჟამინდელი პრემიერის, რიში სუნაკის "კონსერვატიული პარტია" კი 14 წლიანი მმართველობის შემდეგ ოპოზიციაში გადადის.