"ღამის კურიერის" ეთერში, ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი ამბობს, რომ მისთვის პორტუგალიასთან თამაში განსაკუთრებული იყო:
"პორტუგალიასთან თამაშს განსაკუთრებულად გამოვარჩევდი, რადგან ამ მატჩში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. უაღრესად მაღალი კლასის გუნდი იყო იქ, თამაშობდნენ მაღალი კლასის ვარსკვლავები და ისეთი ვარსკვლავი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. ჩვენ მათ წინააღმდეგ კარგი თამაში ჩავატარეთ და ბედნიერები ვართ ამ ფაქტით. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ასეთი წარმატება მუდმივობის ხასიათში და როლში გადავა,"- აცხადებს გველესიანი.