25 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ცნობილი ფრანგი რეჟისორები სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ცნობილი ფრანგი კინორეჟისორები - ბენუა ჟაკო და ჟაკ დოიონი, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო დააკავეს და დაკითხეს. მსახიობი ჯუდიტ გოდრეში ირწმუნება, რომ ბავშვობაში ბენუა ჟაკომ გააუპატიურა, ხოლო ჟაკ დოიონმა მასზე სექსუალურად იძალადა.

ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ, ხოლო ადვოკატები აცხადებენ, რომ 36 წლის წინანდელ საქმეზე რეჟისორების დაკავება "ვერანაირ სამართლებრივ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს".

რეჟისორების წინააღმდეგ საჩივარი, 51 წლის მსახიობმა ჯუდიტ გოდრეშმა წლის დასაწყისში შეიტანა. გოდრეშის ინფორმაციით, 77 წლის ბენუა ჟაკომ ის 1986 წელს, 14 წლის ასაკში გააუპატიურა და 1990 წლამდე ინარჩუნებდა მასზე "არაჯანსაღ გავლენას".

მსახიობი ქალი ასევე უჩივის რეჟისორ ჟაკ დოიონს, რომელსაც ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე, მასზე სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.

წყარო: BBC

დღის ამბები