ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში 9,3 პროცენტი - საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. პარლამენტის თავმჯდომარე პოზიტიურ მონაცემებს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ საქართველო პირველ ადგილს ინარჩუნებს ასევე, სამართლის უზენაესობისა და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებშიც. დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა, თავმჯდომარის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.
მთავრობის როლს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები, ამბობენ, რომ მატება მოკლე ვადიანი და საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული პროცესია და სათანადოდ ვერ აისახება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე.
მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს საერთაშორისო რეიტინგების გაცნობას ურჩევენ. მათი შეფასებით, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, საერთაშორისო, ავტორიტეტული და და დამოუკიდებელი ორგანიზაციები, საქართველოს წარმატებას, სამართლიანად და ადეკვატურად
ასახავენ. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში კი, ზრდის დადებით მაჩვენებელთან ერთად, ყურადღებას ქვეყანაში ინფლაციის დაბალ ნიშნულზე ამახვილებენ.
საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ექსპერტებს სამომავლოდ პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომისტები იმ კონკრეტულ შედეგებს ასახელებენ, რაც ქვეყანაზე და მოსახლეობაზე, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დადებითად აისახება.
ეკონომიკური ზრდის განახლებულ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.