25 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
მომავლის გუნდი და EURO 2024-ის აღმოჩენა - საქართველო, საკუთარი გმირების დახვედრის მოლოდინში საათებს ითვლის

საქართველო ისევ საათებს ითვლის - ამჯერად უკვე საკუთარი გმირების დახვედრის მოლოდინში. პირველად ევროპის ჩემპიონატზე და პირველად მერვედფინალში.

მომავლის გუნდი და EURO 2024-ის აღმოჩენა - ეროვნული ნაკრების მთავარი მიზანი შესრულებულია - საქართველო საკუთარი ფეხბურთელებით ამაყობს.

დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია, თუმცა რეალურად ყველაფერი ახლა იწყება. ქართველები კიდევ ბევრჯერ იმღერებენ ეროვნულ ჰიმნს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს დიდ სტადიონებზე.

"ჩვენ დავბრუნდებით, კიდევ უფრო ძლიერები" - ამ სიტყვებს ტოვებს ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. EURO 2024-დან კი, ის ევროპის უძლიერესმა გუნდმა და ჩემპიონობის ყველაზე რეალურმა კანდიდატმა გამოთიშა. ამის მიუხედავად, ნაკრებმა რომელსაც ზურგს სამ მილიონ ნახევარი ადამიანი უმაგრებს, დღეს, გვიან ღამით, სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება.

"ფეხბურთზე შეშლილი ქვეყანა" - ასე უწოდებენ საქართველოს, რომელიც ზუსტად ისევე დახვდება სამშობლოში ნაკრებს, როგორი გულშემატკივრობაც ჰქონდათ მათ გერმანიაში.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი 

დღის ამბები