სლოვაკეთში, ახალგაზრდებს შორის ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. კონტინენტის პირველობაზე, ქართველმა ნიჩბოსანმა გია გაბედავამ წარმატებით იასპარეზა, რომელმაც 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
ქართველმა ნიჩბოსანმა, ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი პოლონელ იულიუჟ კიტევსკის ერგო (40,630), მესამე ადგილზე - ჩეხი ჟირი მინარიკი (40,668) გავიდა.