ევროკომისია META-ს "ციფრული კონკურენციის შესახებ" ახალი რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებს.
ევროკავშირში მოქმედი ახალი რეგულაციის მიხედვით, Meta-მ ჯერ თანხმობა უნდა მიიღოს მომხმარებლისგან, სანამ მას ინდივიდუალურ მონაცემებსა და ციფრულ აქტივობაზე მორგებულ რეკლამას შესთავაზებს.
ამ გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა Meta-ს ბიზნესინტერესებს, რადგან მისი სარეკლამო მოდელი სწორედ ინდივიდუალური რეკლამის შეთავაზებაზეა დაფუძნებული. რეგულაციების საპასუხოდ, Meta-მ შემოიღო ფასიანი ვერსია ციფრული პლატფორმებისთვის, რაც მომხმარებელს რეკლამებისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევს. კომპანია Facebook-ისა და Instagram-ის ევროპელ მომხმარებლებს სთავაზობს გადაიხადონ თვეში 12,99 ევრო (14$) თვეში ურეკლამო ვერსიებისთვის.
ევროკომისიის განცხადებით, მათი წინასწარი გამოძიებით დგინდება, რომ Meta-ს სარეკლამო მოდელი "გადაიხადე ან დათანხმდი" არღვევს 27 ქვეყანაში მოქმედ კანონს "ციფრული კონკურენციის შესახებ". ევროკომისია მიიჩნევს, რომ Metas-ს ახალი მოდელი არღვევს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლებას საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავების და მისთვის პერსონალიზებული რეკლამის შეთავაზების შესახებ.
Meta-ს ახლა აქვს შანსი უპასუხოს კომისიას, რომელმაც გამოძიება 2025 წლის მარტში უნდა დაასრულოს. კომპანიას შეიძლება დაეკისროს ჯარიმები მისი წლიური გლობალური შემოსავლის 10%-ის ოდენობით, რამაც შეიძლება მილიონობით ევრო შეადგინოს.