საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, ქომაგები ქუთაისშიც იკრიბებიან. შეკრების ადგილი 100-საფეხურიანი კიბეა, სადაც დიდი მონიტორია დამონტაჟებული.
გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ ისტორია დღესაც დაიწერება და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის გუნდს დაამარცხებს.