დღესაც, ათასობით გულშემატკივარი გამარჯვების მოლოდინშია.
მესხის სტადიონზე, ქომაგები უკვე იკრიბებიან და გულშემატკივრები მორიგი ისტორიული მატჩის სანახავად ემზადებიან.
სტადიონზე დამონტაჟებულია 6 დიდი მონიტორი, საიდანაც ქომაგები პირდაპირ ეთერში შეძლებენ საქართველო-ესპანეთის ისტორიული მატჩის ნახვას.
გულშემატკივრების განცხადებით, გუნდის იმედი აქვთ და გამარჯვების მოლოდინში არიან.