ზუსტად 2 საათში, მსოფლიო იხილავს თამაშს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი გაირკვევა. პორტუგალიასთან თამაშმა აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები გამოცდილი გუნდებისთვისაც კი თავის ტკივილია და მარტივი წინაღობა არაა. ამიტომ ახლა ევროპული ზღაპარი კიოლნში გრძელდება.
გერმანიაში, ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები, საქართველოს დროშით, სტადიონისკენ მსვლელობით მიემართებიან.
ყველა გულშემატკივარს ერთი მოლოდინი აქვს, რომ დღევანდელი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.
"მოლოდინი არის გამარჯვება. რაც ჩემმა ბიჭებმა გააკეთეს, ეს უკვე მოგებაა", - აცხადებენ გულშემატკივრები.