სოციალურმა ქსელებმა დაუმორჩილებელი ქომაგის ვიდეო შემოგვინახა, რომელიც ქართველი გულშემატკივრის ევროპული თავგადასავლის ისტორიად იქცა.
განსაკუთრებულად ვნერვიულობდით პირველი თამაშის დროს. ამიტომ ტრიბუნებზეც მღელვარება იყო. იყო დაპირისპირებაც ქართველ და თურქ ქომაგებს შორის.
მსოფლიოს სპორტული გამოცემების პირველ გვერდებზე ქართველი მოჩხუბარი აღმოჩნდა, რომელსაც, თურმე, არასოდეს უჩხუბია.
დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრების ტრიბუნებზე თურქი ქომაგების გამოჩენას მალევე მოჰყვა.
თელაველი გმირი, რომელმაც მსოფლიოს სპორტული ჟურნალების ყდები მოიარა, ევროპის ჩემპიონატზე გაიცნეს, როგორც ყველაზე მოჩხუბარი.
ამ თავგადასავალს წინ უძღოდა 26 მარტის გამარჯვება. სწორედ 26 მარტის საღამოს დაგეგმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ყველაზე ბიუჯეტურად, მანქანით წასვლა.
ის ახლაც გზაშია - გერმანიიდან თელავისკენ.
მიუხედავად არც ისე სასიამოვნო თავგადასავლისა, სწორედ ამ ამბის მოყოლას აპირებს შთამომავლობისთვის.