25 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ტრიბუნიდან გადახტომა კუმირის სანახავად - დაუმორჩილებელი პატარა ქომაგი, რომელიც ტრიბუნებიდან სტადიონზე გადახტა 14 წლის ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდა

ვიდეო, როგორ უხტება ფანი კუმირს, მსოფლიომ ნახა და არც არავის გაჰკვირვებია, ის ყველას რონალდუს პორტუგალიელი გულშემატკივარი ეგონა.

რეალურად კი ქართველი ქომაგი - 14 წლის საბა ჩაჩიბაია აღმოჩნდა - თავადაც პატარა ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

ის "აუფშალკეს" ტრიბუნებიდან დეიდას გამოეპარა და ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.

რონალდოს სახელობის იარებით, პატარა ფეხბურთელი გელზენკირხენის პოლიციაში წაიყვანეს.

ბავშვური სიცელქის ეს ისტორია არ ექნებოდა, რომ არა გათამაშება - საოცნებო თამაშზე, სადაც მისი ორი კუმირი კრიშტიანუ რონალდუ და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდნენ, ბილეთები დამსახურებულად მოიგო - მან რეკორდი დაამყარა ბურთის კენწვლაში.

გამარჯვება მოიპოვა, საოცნებო მატჩზეც აღმოჩნდა, საყვარელი ქართველი ფეხბურთელი - "კვარა" პირადად ნახა, მაგრამ ფოტო რონალდოსთან ვერ გადაიღო.

რონალდუს მაისური მისმა ქართველმა კუმირმა მოირგო, რომელიც წლების წინ, ამ სცენარზე, ალბათ, ვერც იოცნებებდა. საბას, ამჯერად, ოცნება არ აუსრულდა, თუმცა არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც, საფეხბურთო კარიერის გზაზე, მასაც მოუწიოს გმირის მეტოქეობა.

დღის ამბები