23:00 საათზე, ოზურგეთში, ჭადრების პარკში, გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატის ეროვნული ნაკრების თამაშების ნახვას დიდ ეკრანზე შეძლებენ, რომელიც საქართველოს დროშებითაა მორთული.
სამზადისი უკვე დასრულებულია. დამონტაჟებულია სკამები, მოწყობილია ღია კაფე, მეწარმეებს საშუალება აქვთ, გაყიდონ მათი პროდუქცია. თამაშზე დასწრების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა.
ქალაქის ცენტრში, "ჭადრების ბაღში", სპეციალურად მოწყობილ ლედ ეკრანზე, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს.