25 ნოემბერი 2024,   07:03
ვრცლად
"რეინ ენერჯის სტადიონი“ საქართველო - ესპანეთის დაპირისპირების დაწყებამდე 3 საათით ადრე გაიღება

ისტორიულ მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება, მღელვარება კი იმატებს. კიოლნი, "რეინ ენერჯის სტადიონი“ საქართველო - ესპანეთის დაპირისპირებას ელოდება.

გერმანულ არენაზე ადგილს 43 ათასი გულშემატკივარი დაიკავებს, რომლისთვისაც სტადიონის კარი თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე გაიღება.

ევრო 2024-ის მერვედფინალისთვის ჯვაროსნები განსაკუთრებულად ემზადებიან. აქტიური კონტრშეტევები, ტექნიკური და არასტანდარტული ფეხბურთია- ამ ტაქტიკით მოქმედებს საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზე.

ჩვენმა გუნდი, რომელიც ევროპის 16 საუკეთესოს შორისაა, კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობს. მეტოქეები "რეინ ენერჯის სტადიონზე" თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე გამოჩნდებიან.

დღის ამბები