საქართველო - ესპანეთის მატჩის დაწყებამდე, გურჯაანში სპეციალური მსვლელობა მოეწყო. ქომაგებმა, სახელმწიფო დროშებით, ეროვნული ნაკრების მაისურებით და ტრადიციული სამოსით ქალაქის ქუჩები მოიარეს.
პარალელურად, ქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყო დრამ შოუ და ფლეშმობი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.
გურჯაანი განსაკუთრებით გულშემატკივრობს ნაკრების წევრ გიორგი ქოჩორაშვილს,რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან არის.
საქართველო - ესპანეთის დაპირისპირების ყურება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში, სპეციალური ეკრანების მეშვეობით, ღია ცის ქვეშ არის შესაძლებელი.