25 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"წაგება არ განიხილება" - ისტორიულ მატჩამდე 5 საათი რჩება

5 საათი რჩება ისტორიულ მატჩამდე. თბილისის დროით, ზუსტად, 23:00 საათზე, კიოლნში საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება დაიწყება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები, EURO 2024-ის მერვედფინალშია, მისი მეტოქე კი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ამ სენსაციურ ამბავს ქართველი გულშემატკივარი ამაღლებული განწყობით და ახალი შემართებით ხვდება.

ქომაგების არმია უკვე კიოლნშია - ქალაქის ცენტრში საქართველოს დროშები ფრიალებს. ისმის შეძახილები და ყველა საქართველოს მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება. სტადიონამდე მისასვლელ გზას გულშემატკივრები მსვლელობით გაივლიან.

მატჩის დაწყებამდე, ქომაგები პროგნოზსაც აკეთებენ. მათი თქმით, ქართველები თამაშს ორგოლიანი უპირატესობით დაასრულებენ.

"იმდენად პოზიტიურ ხასიათზე ვართ, რომ დღეს წაგება არ განიხილება. რა თქმა უნდა, ვიგებთ - 2:1-ს. დარწმუნებული ვარ, ესპანელების გარდა, მთელი მსოფლიო ჩვენს მხარესაა", - განაცხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარმა.

დღის ამბები